მთავარი > ლიტერატურა > 243 სიტყვა პოეზიაზე და გაგა ნახუცრიშვილზე

243 სიტყვა პოეზიაზე და გაგა ნახუცრიშვილზე

საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ, რომ ლექსის დაწერა, და საერთოდაც წერა, ძალიან ადვილია. „გინდა წერო? უნდა წერო“ — ცნობილი ლიტერატურული კონკურსის ეს სლოგანი სიტყვების თამაშია, მაგრამ ქართული სინამდვილისთვის შემთხვევითი არ არის და მშვენივრადაც „მუშაობს“. მის პერიფრაზი ასეთი იქნებოდა: წერა-კითხვა თუ იცი, წერას აბა რაღა უნდა? ადექი და დაწერე!

არადა, ასე არ არის.

განსაკუთრებით ფაქიზია პოეზია, რომელიც, პროზასთან შედარებით, ძალიან პრეტენზიულია. მიზეზი საამისოდ უამრავია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მთლად ზედაპირზე დევს: ზღვარი ლირიკულობასა და სენტიმენტალიზმს შორის ძალიან მყიფეა, სენტიმენტალიზმი კი უმეტეს შემთხვევში გოიმურია.

არის კიდევ ერთი ნიუანსი, რაზეც ხშირად მიფიქრია: ის, რასაც იტანს ხელნაწერი, ვერ იტანს ნაბეჭდი ტექსტი. აი, მაგალითად, შენი პირადი დღიური რომ გამოქვეყნო (რასაც, სხვათა შორის, არაერთი ქართველი მწერალი აკეთებს), რა გამოვა? ქაღალდი საერთოდაც ძალიან მგრძნობიარე სუბსტანციაა, ნაბეჭდ ტექსტს კი რამდენიმე ძირითადი თვისება ახასიათებს: ა) ის ლაკმუსივითაა — ავტორის ენერგიას ჯერ ისრუტავს, მერე ამჟღავნებს, ბ) უგემოვნობას ვერ იტანს, გ) იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.

თუ არ მოგისმენიათ მაიაკოვსიკის ლექსის ნიკა მაჩაიძისეული ინტერპრეტაცია, მიჰყევით ლინკს, ჯერ მაიაკოვსკის ტექსტი წაიკითხეთ და მერე მოუსმინეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ, ზუსტად მიხვდებით ინტერპრეტაციაში რასაც ვგულისხმობ. ხელნაწერი ტექსტი სულ სხვანაირად იკითხება, დაბეჭდილი კიდევ სხვანაირად და სრულიად განსხვავებულ ვერსიას ვიღებთ, თუკი მას რომელიმე შემსრულებელი ახმოვანებს. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე, როდესაც საკუთარ ლექსს თავად ავტორი კითხულობს, როგორც წესი, მკითხველი და ავტორი სხვადასხვა აქცენტებს სვამენ და იმიტომ. შინაარსობრივი აქცენტები ხომ სუბიექტურია და შინაგან განწყობას ეფუძნება.

მგონი, ძალიან გამიგრძელდა.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდოდა, რომ თანამედროვე ქართველ ლირიკოსებს შორის გაგა ნახუცრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და ზომიერი პოეტია და, არა მგონია, ეს აზრი მხოლოდ მე გამჩენოდეს. თუ შემეკამათებით, სიამოვნებით მოგისმენთ.

 გამოდით გარეთ

ქალია ალბათ, ქალია ზღვარი
და მარტოობა - უზღვრობა უფრო,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან მოვიგონეთ, რომ დავეუფლოთ.
გამოვიარეთ რამდენი კარი,
რამდენი ხვრელი, ძველი წიგნები.
ტალღა ზღვის არის - ხმა, საუბარი,
სიჩუმე კიდევ - თეთრი მინდვრები.
ნეტავი რისი თქმა უნდათ ზარებს,
რომ რეკენ ასე, ასე დილიდან,
ალბათ, ამბობენ, გამოდით გარეთ,
თქვენი ჩარჩოდან, თქვენი ბინიდან.
გამოდით გარეთ, წაშალეთ ზღვარი,
იპოვეთ ქალი, ბგერა და ფერი,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან ფერადდება სულ არაფერი.

გამგზავრება და მოლოდინი

მეგობრებთან არ დალია გრამი,
მოენატრა მარტოობის წამი,
კარი გახსნა, დაიხურა ქუდი,
იყო დილის ოთხის ათი წუთი.
გამგზავრება დაისახა მიზნად,
უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა;
მიაკითხა მატარებლის სადგურს,
წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს;
ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს
სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს.
დაინახა მატარებლის თვლები,
შეიყვარა ცარიელი გზები.
გზაში შუბლი მიაბჯინა მინას,
როცა წვრილი წამოვიდა წვიმა.
მოგონება შეეხიზნა ლოდინს,
იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს.
გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა,
შეიყვარა, მერე მოიწყინა.
დაბრუნებას ვერ დაარქმევს სახელს
თვლემს და თვალებს უცაბედად ახელს.
გააწვალებს დაბრუნების ჟინი,
მერე ისევ გზა და მოლოდინი.

ვარ ნაპოლეონი

  1. ივნისი 18, 2011, 1:15 PM

    არ შეგეკამათები, თუმცა მე პროზა მირჩევნია.
    ნახუცრიშვილის კი არა – ზოგადად 🙂

    • Lu
      ივნისი 18, 2011, 4:49 PM

      nu, simartle gitxra,mec xinkals mcvadi mirchevnia, tumca tavistavad orive kargia da orives vcham.))))zogadad, garkveuli asakismere, mec prozas ufro vetanebi)))

  2. ივნისი 18, 2011, 1:18 PM

    კაი ბლოგია. გემოვნებით პრეტენზიული.
    თუმცა, არალაითი საკითხავი 🙂

    • Lu
      ივნისი 18, 2011, 4:54 PM

      didi madloba, Lord Vader, aseti komentistvis. shen (tkven) tviton dsalian kargi lit.gemovneba gakvt da mit umetes sasiamovnoa))) me sruliad axali var ak da am ramdenime postis mere sxva blogebs rom gadavxede, tvitonve shemacuxa magan, rac damicere, damafikra kidec. neta ratom ar gamomdis laitad? martlac pretenziulia titkos. ise sainteresoa, titkos sakutar tavs ukureb garedan)) mere vifikre, rom aseti psevdointelektualuri textebi ak aravis schirdeba da sheveshvi (ak)ceras ))) martalia, sxvis casakitxad naklebad vcerdi da ufro imistvis, rom cera me tviton mexmareba fikrshi,magram ginda ar ginda, sxvac xom kitxulobs?! xoda rac ar unda idsaxo, chemtvis vcer martoo, mainc tkuili gamodis. ramdenime posti, chemtvis ufro mnishvnelovani saertod amovshale kidec da ase, chemo batono… )))

  3. ივნისი 18, 2011, 11:12 PM

    მკითხველი ყველანაირ ბლოგს ყავს. რთულსაც, ლაითსაც, დასაფიქრებელსაც, სასაცილოსაც… ყოვლად იდიოტურსაც.
    ჩემი ყველაზე რეიტინგული პოსტი მაგალითად ტრაკებზე დაწერილი პოსტია. 🙂

  4. ივნისი 18, 2011, 11:12 PM

    ჰოდა, ჩამოყალიბდი ახლა შენობით მელაპარაკები თუ თქვენობით… 🙂
    მა რა… ზედმეტი წერა გიწევს, თორე. 🙂

  5. Lu
    ივნისი 19, 2011, 12:30 AM

    sqesi xom davadgine pirvelive cinadadebaze? xoda exla asakobriv kategoriasac rom ganvsazgvrav,mere davkvaliandebi (dsalian vxalisob am sitkvaze) :D:D:D she kaco, ak vincaa kvela ceris maniaki romaa, eg jer ver sheatkve? 😀 :D:D

  6. Lu
    ივნისი 19, 2011, 12:44 AM

    iif, ra jobs mere (kacistvis) karg traks?:D ise, rodesac kaci (mit umetes kali :D) trakze ise dacers, rom es ar gagagizianebs, eg ukve klasia 😀 rac sheexeba chems ambavs… nu daaxloebit ise gamodis, ai ragac rigit partyze rom saoperod gamockobili mixvde 😀 xo martla, trakebze gamaxsenda, ak ragaceebi rom cavikitxe,ertma fenomenma damainteresa. trakebze(ufro metad sexze) dsalian bevri icereba da umetes shemtxvevashi dsaan ubadruki casakitxia, gansakutrebit, gogoebis nacerebi. ratom chirs kartulad amaze cera da,mit umetes, ratomaa aseti gamagizianebeli, roca amaze kalebi ceren (v smisle ver ceren)… rac sheexeba shens ‘trakologias’, chemi agfrtovaneba xom gaxsovs? ubralod,shen imdenad gemrielad cer, rom mindeba, ragacis adaptacia ki ar gaaketo, sheni dacero rame, magalitad sakutari damokidebuleba avadasaxsenebeli trakebis mimart 😀 😀 ufro scorad me cavikitxo sheni nafikri. vot taks 😉

  7. ივნისი 19, 2011, 1:13 AM

    ბლოგერი და მისი დამოკიდებულება ყოველ პოსტში ჩანს 🙂

    ეგ იმას გავს – ბლოგერების სხოდკა რომ იყო და ვინც მანამდე შენობით მელაპარაკებოდა (ვირტუალში), თქვენობითზე გადავიდნენ… :):)

    exla asakobriv kategoriasac rom ganvsazgvrav

    დიდი დადგენა არ უნდა მაგას 🙂

    სათვალიანი პოსტი

    • ივნისი 19, 2011, 2:14 AM

      ბარემ იმაზეც გიპასუხებ – თუმცა, პასუხი შენც კარგად იცი Sex sells. 😉

      თან მეორე მომენტია – არის პოპულარული ბლოგერი ანინა, რომელიც მუდამ რეიტინგის თავშია. ჰოდა ბუნებრივად გამოჩნდნენ ანინისტები. 🙂
      თუმცა, ანინა რეიტინგის თავშია არა იმიტომ, რომ სექსზე წერს(და) არამედ იმიტომ, რომ კარგად წერა იცის.
      იმჰო.

  8. Lu
    ივნისი 19, 2011, 11:08 AM

    uiui,didi dadgena rom ar unda imaze — dadgenil ikna, rom shen/tkven orive gamartlebulia da tanabaruflebiani, aci shegvidslia ganckobisda mixedvit vknat eg 😀

  9. Lu
    ივნისი 19, 2011, 11:14 AM

    exla aninaze da mastan ertad trakologiaze, sexologiaze da afroditologiaze (gnebavt, Venerologiaze) sakartveloshi (vaimee, ra kargi saxeli gmomivida postistvis, xom ar damecera barem?! :D):
    1. sex sells! — getanxmebi
    2. ogond: sexis garda kidev arsebobs erotika, romelic ufro sainteresod ‘mushaobs’, radgan naklebad afishirebulia da fluidebi ki meti modis, (nacershi, monitorze, cisfer ekranze, erti sitkvit ik, sadac garkveuli distancia arsebobs da unda iarsebos kidec)
    3. vinme Aninas naceri adre momxvda tvalshi, mshvenivrad cers, getanxmebi.ai, Aninistebi ki, rogorc fenomeni, sruliad genialuri mignebaa 😀 😀 😀
    4. exla tviton problemastan dakavshirebit, ufro scorad, zogiert aspekttan dakavshirebit: mgoni ubralod carmodgena ara akvt ras ceren. arada, roca nagrdsnobi ar gakvs, ver icereba es oxeri texti (blogis formatshi mit umetes, imitom rom ak ‘dgiuris’ principi momkedebs, mgoni) da aris 2 ziritadi jgufi: a)acveba, rom evropeizebuli Homo Erectusia :D; b) acveba, rom aseve evropeizebuli `feministia’ da icavs tavis pirovnul sazgvrebs; c) — ai ak aris deficiti. cesit es is jgufi unda ikos, vinc ubralod kaifobs am procesit. magram, sakme imashia, roca kaifob, mere cera amaze sheidsleba naklebad mogindes. saertod kmakofili adaminai ise nakofierad vegar cers etkoba :DDD es mokle monaxazia, aris kidev aspektebi 😉

  10. Lu
    ივნისი 19, 2011, 11:20 AM

    P.S. didi madloba, rom es dialogi(diskusia??)shesadslebeli gaxade, rogorc ki mkvdretit agvadgen chems laptops, mgoni martla gamovamzeureb am posts amave sataurit. iumori ikit ikos da es martla dsalian saintereso sakitxia da dsalian mnishvnelovan socialur da fsikologiur aspetkebsac ukavshirdeba, rogorc chans 😀

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი